დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი გიორგანაშვილის შეწყალება
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და გულშემატკივრებისგან
მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ მსჯავრდებულ გიორგი გრიგოლის ძე გიორგანაშვილის საქმე .
გიორგის მოგმართათ თხოვნით შეწყალებაზე და ამ წერილით გვინდა შევუერთდეთ მის თხოვნას და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა.
გიორგი გიორგანაშვილი, ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის ბრალდებით სასჯელს იხდის.
სასჯელის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელი.
გიორგისათვის ეს იყო პირველი სამართალდარღვევა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოირჩეოდა სანიმუშო ქცევით.
მისი, როგორც განსაკუთრებულად ნიჭიერი მსახიობის პატიმრობა დიდი დანაკლისია შემოქმედებითი და განსაკუთრებით კი კინო სექტორისთვის, ასევე პროფესიული საქმიანობის შეფერხება უარყოფითად აისახება მისი პროფესიული უნარ-ჩვევების შენარჩუნებასა და მის მომავალზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები და დაგვეხმაროთ გიორგი გიორგანაშვილი ვადაზე ადრე დაუბრუნდეს საზოგადოებას და საქმიანობას რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქართული კულტურის განვითარებაში.
პატივისცემით: