საკონტაქტო ინფორმაცია
 შეწყდეს ებრაელი ინვენსტორისა და მხატვარი-დიზაინერის მაქს შავიტის , ცრუ დასმენის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე და სტუდიას,   რომელიც დახურვის პირასაა,  მიეცეს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება,  ვიდრე ინვესტორს არ დაუტოვებია საქართველო

საჭიროა 201 ხელმოწერა

99
300
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

შეწყდეს ებრაელი ინვენსტორისა და მხატვარი-დიზაინერის მაქს შავიტის , ცრუ დასმენის საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე და სტუდიას, რომელიც დახურვის პირასაა, მიეცეს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება, ვიდრე ინვესტორს არ დაუტოვებია საქართველო

ბატონო ირაკლი,

ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი მოგმართავთ თხოვნით ისრაელელი ინვესტორის და ქართველი ებრაელის, მხატვარი  - დიზაინერის, მეირ შავიტის საკითხთან დაკავშირებით .

მეირ შავიტმა  2007 წლიდან,  აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის თხოვნისა და მიწვევის თანახმად,  გადაწყვიტა  საქართველოში ჩამოსვლა, რათა  ესწავლებინა ახალგაზრდებისათვის ხელოვნება და მცირე ბიზნეს საქმიანობა სამხატვრო მიმართულებით, ფრანჩაიზინგის წესით.

 შეიქმნა საინვესტიციო ბიზნეს ცენტრი შპს .  Georgia – Israel ,  რომელიც საბუღალტრო და იურიდიულ მიმსახურებას უწევს  ფრანჩაიზინგერ  დამწყებ  ბიზნესმენებს.   შეიქმნა ქართული ბრენდი მეირ შავიტის სახელობის სტუდია  შპს .  Mr. Shavit,  რომლის ფრანჩაიზით წარმოდგენილია  ქართული ნაკეთობები,  დამზადებული ქართველი ახალგაზრდების მიერ და  ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს  გარეთ.

მეირ შავიტის ძალისხმევის  შედეგად,  აღნიშნული საქმიანობა შეისწავლა,   დასაქმდა  და  საარსებო წყარო  მოიპოვა ასზე მეტმა ახალგაზრდამ, ასევე  იმ  სპეციალისტებმა,  რომლებიც მასწავლებლებად იყვნენ მოწვეულნი შავიტის ინიციატივით და თხოვნით .

მეირ შავიტმა თავისი სახსრებით  შექმნა სერიოზული, ტექნოლოგიურად თანამედროვე  კონკურენტუნარიანი საწარმო და სრულიად უანგაროდ  მისცა ახალგაზრდებს განვითარების საშუალება. დღეისათვის   მეირ შავიტის სტუდიაში ახალგაზრდები  უსასყიდლოდ იყენებენ საწარმოო საშუალებებს,  ფართსა და ახალ მოწინავე ტექნოლოგიებს,  რომელთა უმრავლესობა პირადად შავიტის ნოუ ხაუს წარმოადგენს.  ამ ხნის მანძილზე მეირ შავიტის ხელშეწყობით,   ახალგაზრდებმა  შექმნეს  არაერთი დამწყები კომპანია,  ისინი   მეირ  შავიტის   სტუდიის ფრანჩაიზინგერები  გახდნენ  და  უკვე ფინანსურად  დამოუკიდებელ  საქმიანობას ეწევიან.

მეირ შავიტის  დიზაინით   შექმნილი  ქართული  ნაკეთობანი ,  მისივე ინიციატივით , არაერთ  სამთავრობო თუ  საზოგადო -- კულტურულ ღ ონისძიებაზე სტუდიის სახელით,  სრულიად   უანგაროდ   გადაეცემა  ღირსეულ ადამიანებს, კომპანიებს,   რიტაც მას სურს  გამოხატოს  საქართველოსა  და ქართველი ხალხისადმი  სიყვარული და პატივისცემა, ყოველივე ეს სრულად აისახება მის გვერდზე სოციალურ ქსელებში და მსგავსი ქველმოქმედება და უნიკალური შემოქმედება  გაოცებასაც კი იწვევს.

მეირ შავიტი წარმოადგენს  საქართველოს და ისრაელის  საზოგადოების  ღირსეულ და საპატიო  პიროვნებას, რომლის საქველმოქმედო  და საზოგადოებრივი  საქმიანობა  ფრიად დასაფასებელია. ის ღირსეულად აგრძელებს იმ 26 საუკუნოვან მეგობრობას და ურთიერთობებს, რომელმაც 26 საუკუნეს გაუძლო. ის ახერხებს იყოს ყველგან,  სადაც საქართველოს ულხინს თუ უჭირს და თავის სიტყვას ამბობს ქველმოქმედების კუთხით.

ჩვენი სამართლიანი  შეშფოთება გამოიწვია,  მისი საქმიანობის  წინააღმდეგ მიმართულმა გაურკვეველმა ტერორმა , როგორც მეირ შავიტი სოციალურ ქსელში აცხადებს :  2014 წლის ნოემბრიდან,  ერთი  ყოფილი მოსწავლისა და მისი გავლენიანი კომპანიონების  მხრიდან,  რომლებმაც გადაწყვიტეს შავიტის  ბიზნესის ხელში ჩაგდება  ან განადგურება,  ცრუ დასმენა განხორციელდა,  რის საფუძველზეც ფინანსური  პოლიციისა  და საშემოსავლო სამსახურის 40 კაციანი  ჯგუფი მოულოდნელი შეიჭრა  მის კომპანიაში და   დაიწყო მეირ შავიტის ბრენდისა და  ყველა ფრანჩაიზერის ერთდროული  და მიკერძოებული შემოწმება .

ხუთი თვის თავზე,  განუწყვეტელი ინვენტარიზაციების,  საკონტროლო შესყიდვების,  აღწერების  და  გაუთავებელი დაკითხვების შედეგად ,   საგამოძიებო სამსახურების მხრიდან ,  სრულიად გამოგონილი აქტების წერის შემდეგ , მეირ შავიტს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მძიმე ოპერაცია გადაიტანა.

საქმე  მედიაში გახმაურდა და საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა,  იციკ მოშემ მიმართა მთავრობას თხოვნით  პრობლემის აღმოფხვრის შესახებ ,  რასაც პრემიერ  - მინისტრის,   ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის  მყისიერი  გამხმაურება მოჰყვა ,  მან  დაავალა ბიზნეს ომბუსმენს -გიორგი გახარიას  შავიტის საკითხში გარკვევა და დროულად დასრულება.

შემოწმების დაწყებიდან  უკვე  მეცხრე თვე იწურება,   დღეისათვის მეირ შავიტი   სოციალურ ქსელში აცხადებს,  რომ ხანგრძლივი და გაუსაძლისი მდგომარეობის შედეგად,  რომელიც საფინანსო პოლიციამ და საშემოსავლო სამსახურებმა შეუქმნეს ბრენდს ,  უმეტესი დამწყები კომპანიებისა უკვე დაიხურა. 5 წლის მანძილზე განსწავლულმა სპეციალისტების უმეტესობამ  საქმიანობა მიატოვა და არიან ისეთებიც, რომლებიც  საქართველოდან  საერთოდ წავიდნენ.

ფაქტობრივად  ბრენდმა დიდი ზარალი განიცადა იგი  გაპარტახებული და დაშლილია.

საგამოძიებო   და საშემოსავლო სამსახურების მხრიდან  მიმდინარეობს    ყველანაირი მცდელობა, რათა  გაამართლონ  ეს ხანგრძლივი და გაუმართლებელი შემოწმება,  რისთვისაც იწერება დაუსაბუთებელი, აბსურდული აქტები და ჯარიმები.

ისრაელელი ინვესტორის,  მეირ შავიტის ფრანჩაიზინგის 15 კომპანია,  რომელთა ჯამური ბრუნვა თვეში არ აღემატება 50 000 ლარს (ბრუნვა და არა მოგება)   და რომელიც ჯამში 90  -მდე ადამიანს ასაქმებდა ,  ასწავლიდა და  აპურებდა,  ცრუ დასმენის შედეგად გახდა ასეთი დამანგრეველი და უსასრულო შემოწმების მსხვერპლი...   საქართველოში  ბიზნეს საქმიანობა  საკმაოდ დასაფიქრებელი ხდება და ეს არანაირად არ წაადგება საქართველოს და მის მომავალს.

ჩვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც გვყავს  ებრაელი მეგობრები, როგორც საქართველოში,  ასევე ისრაელში  და სხვა ქვეყნებში,  რომლებიც პოტენციური ინვესტორები არიან ჩვენი ქვეყნისათვის,  მათ უყვართ  საქართველო,  ჩვენ გვინდა გვქონდეს  არა მარტო მეგობრული და ძმური,  ასევე საქმიანი ურთიერთობები  მათთან  და გვინდა იმედი ვიქონიოთ,  რომ ისრაელელი ბიზნესმენის , მხატვარ  - დიზაინერის მეირ შავიტის მაგალითი გახდება საუკეთესო დასტური იმისა,  რომ სამართლიანობა საქართველოში იმარჯვებს  და ბევრს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მოგვცემს ჩვენს მეგობრებთან.

ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი ,   მოგმართავთ  თხოვნითა და  შუამდგოლობით,    იმის თაობაზე,  რომ ისრაელელი ინვესტორის  და ქართველი ებრაელის,    მხატვარი -  დიზაინერის მეირ შავიტის საკითხი  უმოკლეს  დროში  და ობიექტურად  და სამართლიანად დასრულდეს და ამ ადამიანს მიეცეს საშუალება ნორმალურად განახორციელოს  თავისი საქმიანობა.

ვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენი მიმართვა არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოს შინა“...