საკონტაქტო ინფორმაცია
აღასრულეთ სამართლიანობა - დაისაჯოს ყველა დამნაშავე !

საჭიროა 17794 ხელმოწერა

2206
20000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პროკურატურა

აღასრულეთ სამართლიანობა - დაისაჯოს ყველა დამნაშავე !

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს არასწორი მიმართულებით და იკვეთება დამნაშავეებზე ხელის დაფარების ნიშნები, რასაც მოწმობს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის არაერთი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ეძლევიან მისი შვილისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე რეალური დამნაშავეები, რადგან მათ ხელს აფარებს პროკურატურა.

აღსანიშნავია რომ პროკურატურის მხრიდან მოწმეებზე ხდება ზეწოლა, ისინი გარდაცვლილების მშობლებსაც ადანაშაულებენ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენაში. ახალგაზრდები არ დავუშვებთ დამნაშავეების დაუსჯელობას და შერჩევით სამართალს. 

მოვუწდებთ საქართველოს პროკურატურას ყველა მონაწილე პირი, ვისაც ბრალი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და დაისაჯოს უმკაცრესად, კანონით დადგენილი წესით.