საჭიროა 7969 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
რეალური ავტონომია უნივერსიტეტს!
პრობლემები სისტემურია. პრივილეგიები, უთანასწორობა, უსამართლობა, სტუდენტების უფლებების დარღვევა და დაშინება, მათი ინტერესების უგულებელყოფა და რესურსების პრივილეგირებულ ჯგუფთა მიერ ფლანგვა საფუძვლად დაედო მძლავრ სტუდენტურ საპროტესტო ტალღას. ჩვენ გამოთიშულნი ვართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან. არავინ ითვალისწინებს სტუდენტების აზრს, თუ ვის აირჩევენ წამყვან თანამდებობებზე, როცა ეს ადამიანები ჩვენს მომავალს განკარგავენ.
1. მოვითხოვთ, უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე!
2. მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიების გაუქმებას!
3. უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალურ ჩართულობას!
4. მოვითხოვთ კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, მოძალადეების მფარველი, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას!
ლოდინის დრო აღარაა! ცვლილებები უნდა იყოს სწრაფი! ჩვენ ვდგავართ ერთად და გვაერთიანებს საერთო პრობლემები. ეს არაა ერთი უნივერსიტეტის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საყოველთაო დემოკრატიული და ავტონომიური საგანმანათლებლო სივრცისთვის; ამ ბრძოლაში გამარჯვება ნიშნავს უკეთეს მომავალს ყოველი ჩვენგანისთვის.
ავტონომია უნივერსიტეტს!