საკონტაქტო ინფორმაცია
ბრძოლა ოთხისათვის

საჭიროა 349964 ხელმოწერა

36
350000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

ბრძოლა ოთხისათვის

ადამიანებმა დაკარგეს ნდობა პოლიტიკური პროცესებისადმი.

პოლიტიკოსები, დამსაქმებლები და ზოგადად პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა აღარ ერიდება ობიექტური ფაქტების იგნორირებას და ურცხვად ტყუის ქვეყანაში შექმნილ სამუშაო გარემოზე.

დასაქმების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს მომსახურება, მშენებლობა თუ წარმოება დასაქმებულებს უწევთ მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ და ღირსების შემლახველ პირობებში მუშაობა.

მოთხოვნები მარტივად გასაგები და აუცილებლად გასათვალისწინებელია.

1. დაუყოვნებლივ დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება საათში ოთხი (4) ლარის ოდენობით (3.2 საშემოსავლო გადასახადების შემდეგ) და მიებას ინფლაციას.

2. სასწრაფოდ შეიქმნას ეფექტური მონიტორინგის და გამოძიების სამსახური, რომელიც ნებისმიერ დროს შეძლებს ინსპექციაზე შესვლას ნებისმიერ დასაქმების ადგილზე და მიზეზის დასაბუთების შემთხვევაში ექნება დამსაქმებელი კომპანიის დაჯარიმების უფლება.

3. სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის იძულების დასაბუთების შემთხვევაში დამსაქმებელი დავალდებულდეს სამი (3) თვის ანაზღაურება გადაუხადოს დასაქმებულს და ზუსტად იმავე თანხის ოდენობით დაჯარიმდეს.

4. ორგანიზებული პროტესტი ან გაფიცვა გახდეს დასაქმებულის უფლება და არა თავისუფლება. თუ პროტესტში ან გაფიცვაში მონაწილეობს რომელიმე კომპანიის ან/და დამსაქმებლის კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებულთა მინიმუმ 70 პროცენტი (მაგალითად რომელიმე მაღაზიის მხოლოდ კონსულტანტები), გაფიცვა ჩაითვალოს სამართლიანად და დამსაქმებელი დავალდებულდეს გაფიცვის ყოველი სამუშაო დღე აუნაზღაუროს გაფიცულებს ნახევარი განაკვეთით (4 საათი).

5. ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში, გარდა გაორმაგებული ანაზღაურებისა, დამსაქმებელი დავალდებულდეს დასაქმებულის ერთჯერადი კვებით და სამუშაოს დასრულების შემდეგ კომფორტული მგზავრობით საცხოვრებლამდე ან დამსაქმებლის მიერ მითითებულ ადგილამდე რომელიც მდებარეობს იმავე ქალაქში ან არ აღემატება საცოვრებლამდე არსებულ დისტანციას (ტაქსი ან დამსაქმებლის მიერ დაქირავებული ტრანსპორტი). 

6. ცვლებს შორის მინიმალური დასვენების დრო განისაზღვროს ცამეტი (13) საათით. თუ დასაქმებული დავალდებულდება ცამეტ საათზე ნაკლებ დროში განაგრძოს მუშაობა, შრომა ჩაითვალოს ნახევრად-ზეგანაკვეთურად და ანაზღაურდეს ერთნახევარი (1.5) ტარიფით.

7. აიკრძალოს აუნაზღაურებელი სტაჟირება (უფასო შრომა). სწავლების (ტრენინგის) პერიოდი განისაზღვროს ერთი (1) კვირით და თუ პოტენციურ დასასაქმებელს მოუწევს სამუშაო ადგილზე დღეში სამ (3) საათზე მეტის დაყოფა, მისი საქმიანობა ჩაითვალოს შრომად და დამსაქმებელი დავალდებულდეს აუნაზღაუროს ეს დრო დასაქმების შემდგომ მოსალოდნელი გასამრჯელოს ნახევარი განაკვეთით.

8. ყოველი დამსაქმებლის/კომპანიის საოპერაციო დასაქმების ადგილიდან (ქსელის ფილიალები) აირჩეს წარმომადგენელი დასაქმებულების მიერ, რომელიც მენეჯმენტის ნებისმიერ შეხვედრაზე წარმოადგენს დასაქმებულთა ინტერესებს.

9. თუ დამსაქმებელი გადაწყვეტს დახუროს ან/და გაყიდოს ბიზნესი, დასაქმებულებს მიეცეთ ვაჭრობის პირველი სიტყვა აუქციონამდე საწარმოს/ბიზნესის გამოსასყიდად კოლექტიური მფლობელობისთვის.

10. შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო შრომითი დავების განსახილველად.