საკონტაქტო ინფორმაცია
სტუდენტებისთვის განახევრდეს სწავლის გადასახადი პანდემიის დროს

დასრულებული

10082
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

სტუდენტებისთვის განახევრდეს სწავლის გადასახადი პანდემიის დროს

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს ფინანსური პრობლემა და, აქედან გამომდინარე, დაგროვილი სტუდენტური გადასახადი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია,  სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე.

განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ - ახალგაზრდები ვითხოვთ:

1)      პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი;

2)      სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი;

 

სტუდენტები:

მაკა ტოხიშვილი
ელენე ელბაქიძე
ლაშა ანაკიძე
ზურაბ კურცხალია
ნინო წულაძე
მარიამ კუსიანი
ხატია მირცხულავა
ნინო ხაზიური
მარი რუხაძე
ქეთევან მუსერიძე
სალომე წერეთელი
თემურ შანავა
სალომე სუხიტაშვილი
მარიამ რევაზიშვილი
ქრისტინე კიკალიშვილი
ნათია ბლაგიძე