საჭიროა 3892 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ველო მოყვარულებისთვის
როგორც მოგეხსენებათ, თბილისის გარშემო არის ბევრი დასახლება სადაც საზოგადოებრივი ტრანსპოტი დადის (კოჯორი, კიკეთი , ოქროყანა, ლისი, წოდორეთი, წყნეთი) ასევე ამ ადგილებში არის მრავალი ველო ბილიკი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ , ასევე უცხოელ ველომოყვარულებს შორის.
იმისათვის რომ ვისარგებლოთ აღნიშნული ბილიკებით, გვიწევს ყოველდღიური კამათი ავტობუსის მძღოლებთან რათა შეგვიშვან ველოსიპედით ავტობუსში , მიუხედავად იმისა რომ კანონით დაშლილი ველოსიპედის ატანა ავტობუსში შესაძლებელია .მძღოლების მხრიდან უარის მთავარი მიზეზი არიან მგზავრები, რომლებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას ავტობუსში ატანილი ველოსიპედის მიმართ .
ევროპული პრაქტიკა გვიჩვენებს რომ ველოსიპედის შეტანა ავტობუსში არ არის რეკომენდირებული, მითუმეტეს თუ ეს ავტობუსი პატარა ზომისაა . მოცემული ავტობუსების მიმართულებიდან გამომდინარე, მგზავრების უმეტესობას თან აქვს საშუალო ან დიდი ზომის ბარგი, რომლის განთავსება ისედაც პრობლემურია ,ხოლო ველოსიპედთან ერთად პრაქტიკულად შეუძლებელი .
ჩვენი დედაქალაქის რთული რელიფიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს შესაბამისად ადაპტირებული , ევროპის ბევრს ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრაქტიკა სადაც ველობილიკების ინფრასტრუქტურასთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მორგებულია ველომოყვარულებზე .
მაგალითად, რომ ავიღოთ ადამიანი ვინც ცხოვრობს ვარკეთილში მისთვის როგორი კარგი ველო ბილიკიც არ უნდა გააკეთონ, მაინც რთული იქნება მოხვედრა აღნიშნულ ლოკაციებზე , სწორედ ამიტომაა მწვავე ეს პრობლემა და ვფიქრობ სათანადო ყურადღება ამასაც უნდა მიექცეს .
პეტიციის მიზანია მივიტანოთ ხმა შესაბამის უწყებამდე, რათა გაკეთდეს გარე ველო სამაგრები ავტობუსებზე, რომლებიც გადიან ქალაქის ცენტრალურ უბნებს და ასევე ავტობუსებზე რომლებიც ადიან დასახლებებში როგორიცაა კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, ლისი, წოდორეთი და სხვა.