საკონტაქტო ინფორმაცია
აღდგეს ავტომობილების ტექდათვალიერება და ტაქსების ლიცენზირება

საჭიროა 4846 ხელმოწერა

154
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი

აღდგეს ავტომობილების ტექდათვალიერება და ტაქსების ლიცენზირება

გარემოს დაცვა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. კლიმატის ცვლილება მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

გარემოს დაბინძურება ბუნებრივი კატაკლიზმების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორია, მაგრამ გარდა გლობალური საკითხებისა არის უმთავრესიც, ადამიანი, მოქალაქე, რომლებიც ყოველდღიური რისკის წინაშე ვგავართ მოუწესრიგებელი საკანონმდებლო რეგულაციების გამო.

ბოლო ორ წელში მანქანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა, მაგრამ კონტროლი მათ ხარისხსა და გამართულობაზე ისევ მხოლოდ მძღოლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მფლობელები კი არცთუისე იშვიათად, არც საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და მითუმეტეს არც თანამოქალაქეებისაზე. 

ყველა, ვისაც ჰგონია, რომ მანქანის მართვა იცის, ტაქსაობს, ეს შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცა. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში, გასაგებია, რომ ადამიანი ცდილობს ოჯახი რაიმე ფორმით გამოკვებოს, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მაღალი ფასეულობა - საზოგადოებისა და მისი წევრების ინტერესების დაცვაც, საკუთარი ოჯახის ინტერესების დაცვის ფონზე.

დღეს ტაქსით მგზავრობა ლამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტოლფასი გახდა, დაბალი ტარიფის ხარჯზე მძღოლები საკუთარ ავტომობილს ხუნდებსაც კი აღარ უცვლიან (საუბარი არაა სალონში არსებული წინდებისა და კომბოსტოს სუნის ნაზავზე). ქაოტური მოძრაობა, კონკურენციის შიში და დატვირთული სტრესულ გარემოში მუშაობა, ქალაქის გადატვირთვას და დაბინძურებას იწვევს. ქალაქის მასშტაბით, ლამის ყოველი მეხუთე ადამიანი ტაქსაობს, ყოველ მეორეს კატალიზატორი აქვს ამოცლილი, ხოლო ყოველი მეათე გარემოსათვის (როგორც ბუნების, ისე ადამიანისთვის) საშიშია. 

ტექდათვალიერება და ტაქსის ლიცენზირება მტკივნეული პროცესი იქნება საზოგადოების ნაწილისთვის, მაგრამ ერთის მხრივ ის მეორე ნაწილის ინტერესებს დაიცავს, ვინც პატიოსანი გადამხდელია და უფლებამოსილია საკუთარი ინტერესების დაცვა მოითხოვოს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ახალი, რეგისტრირებული სამუშაო ადგილების შექმნას (მოწესრიგებული ტაქსოპარკების რეგისტრაციით), რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

ა(ა)იპ მომავლის სოფელი