საკონტაქტო ინფორმაცია
მაუგლის მეთოდი

დასრულებული

5042
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მაუგლის მეთოდი

შესწავლილი იქნეს ,,მაუგლის მეთოდი“- პაციენტები და მათ შედეგებზე დაყრდნობითაღიარებული იქნეს როგორც გამაჯანსაღებელი სამკურნალო საშუალება

 

წინამდებარე პეტიციით მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ-მინისტრსადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, რომ ობიექტური შესწავლის, ფაქტების მიუკერძოვებლადგაანალიზებისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით აღიარებული და დანერგილიიქნეს .. მაუგლის მეთოდი.

 

ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა დინამიკური ვარჯიშები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილიაროგორც თერაპიული, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო არატრადიციული მეთოდი, რომლისუნიკალური შედეგები თვალსაჩინოა განსაკუთრებით ახალშობილებთან მიმართებაში(მითუმეტეს თუ მისი გამოყენება იწყება დაბადების პირველსავე დღეებიდან).

 

აღნიშნულ მეთოდს და მის შედეგებს მსოფლიოს მასშტაბით არ მოეძებნება ანალოგი.

 

საქათველოში აღნიშნული მეთოდის დამფუძნებელია ექიმი, მიკროპედიატრი (ნეონატოლოგი) ქეთევან მერებაშვილი, რომლის 33 წლიანი, უწყვეტი პრაქტიკის განმავლობაში გადარჩენილიდა სრულად გაჯანსაღებულია სასიკვდილოდ განწირული, მძიმე ჯან. მდგომარეობის მქონეათასობით ახალშობილი (დასტურად არსებობს არაერთი აღიარებული ექიმების სამედიცინოდასკვნები, თავად პაციენტები და მათი მშობლები, როგორც საქართველოში, ასევე მისგარეთ).

 

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, აღნიშნული მეთოდის არ აღიარება, როგორც ალტერნატიული, სამედიცინო გამაჯანსაღებელ-სამკურნალო მეთოდისა, დღემდე ხდება დისკრედიტაციისსაფუძველი როგორც თავად ექიმის, ისე მისი პაციენტებისა და მათი ოჯახების.

 

იმდენად, რამდენადაც მკურნალობის მეთოდის არჩევა წარმოადგენს ადამიანისფუნდამენტურ უფლებას, აღნიშნული მეთოდის შედეგების შესწავლა და ოფიციალურადაღიარება აღმოფხვრის აღნიშნულ ღირსებისშემლახავ საფუძველს, ხელს შეუწყობს მისგანვითარებას და მოსახლეობისთვის ჯან. მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

,,მაუგლის მეთოდისროგორც მკურნალობის ალტერნატიული საშუალებად აღიარებით, მნიშვნელოვნად შემცირდება ჩვილ ბავშვთა არასწორი მკურნალობა ქიმიურიმედიკამენტებით, რადგან ის მოიცავს ყველა ეტაპს მშობიარობიდან მოზარდობამდე. მისიმიდგომები წინ უსწრებდა და დღეს სრულ თანხმობაშია მსოფლიო ჯანდაცვის მიერმოგვიანებით დანერგილ ისეთ ცვლილებებთან, როგორიცაა მშობიარობისას ჭიპლარის გვიანგადაჭრა, კანი კანთან კონტაქტი, ძუძუთი კვების უნიკალურობა, სიცხისა და ავადობებისმართვა, გაკაჟება და ძლიერი იმუნიტეტის გამომუშავება და მნიშვნელობა.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

  1. შესწავლილ იქნეს ,,მაუგლის მეთოდიუშუალოდ მისი პაციენტების შედეგებზედაყრდნობით,
  2. შესწავლის პროცესი იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და მასში ჩართულნი იყონდაინტერესებული მხარეები.
  3. შედეგებიდან გამომდინარე მოხდეს მისი აღიარება და დაშვებულ იქნეს მკურნალობისალტერნატიულ მეთოდად.