დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს საპატრიარქო
დაგვეხმარეთ პატარა თეკლას გადარჩენაში
მოგესალმებით დიდი მოწიწებით და პატივისცემით,
პატარა თეკლა ხოსიტაშვილი 9 თვის გოგონაა, რომელსაც აქვს მძიმე დაავადება - სპინალური ამიოტროფია. ეს იშვიათი დაავადება სულ რამდენიმე წლის წინათ განუკურნებელი იყო. დღეს სიტუაცია შეცვლილია - არსებობს სამკურნალო პრეპარატი, თუმცა ძალიან ძვირადღირებული. თეკლას სასწრაფოდ სჭირდება მედიკამენტის (სპინრაზა) ინექციების კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ ამ სიცოცხლით სავსე პატარას. მისი მდგომარეობისთვის სხვა ალტერნატივა (აღნიშნული წამლის გარდა) არ არსებობს.
ჩვენ, ვინც ამ წერილს ხელს ვაწერთ, მხოლოდ შორიდან ვიცნობთ ამ პატარა გოგონას, მისმა დედამ გაგვაცნო, როცა სასოწარკვეთილმა ყველას მოგვმართა დახმარებისთვის სოციალური ქსელით. მას შემდეგ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და გულთან მიიტანა თეკლას მდგომარეობა. ჩვენ ვიცით, რომ თეკლა შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენგანის შვილი ყოფილიყო. ჩვენც მშობლები ვართ და ვიცით, როგორია თეკლას დედის მდგომარეობა - არსებობს გადარჩენის იმედი და ეს იმედი ფინანსების არქონის გამო იკარგება. ჩვენ ყველამ მცირედი, რაც შეგვეძლო, გავიღეთ და საკმაოდ დიდი თანხა - 150 000 ევრო, უკვე შეგროვილია. მაგრამ საჭიროა კიდევ ამაზე ორჯერ მეტი. დრო არ იცდის, თეკლას მდგომარეობა მძიმეა. ამ სიტუაციაში, როცა აღარ ვიცით, რა ვქნათ, თქვენთან მოსვლა გადავწყვიტეთ, რომ გთხოვოთ დახმარება, თქვენს გარეშე ჩვენ ამ ბავშვს ვერ გადავარჩენთ. ჩვენ ვიფიქრეთ, იქნებ გვიშუამდგომლოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომ დაგვეხმაროს. მისი მსგავსი მეცენატის ან სახელმწიფო დონაციის გარეშე ამხელა თანხას დროულად ვერ შევაგროვებთ. ბოდიშს გიხდით, ასე რომ გავკადნიერდით, მაგრამ როგორც ყველაზე დიდი გაჭირვებისას დედასთან მივდივართ, ისე მოვედით თქვენთან, ჩვენს ეკლესიასთან და ამ პატარა გოგონას გადარჩენაში დახმარებას გთხოვთ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ.
უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებისთვის შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევხვდეთ თქვენს წარმომადგენელს.