საკონტაქტო ინფორმაცია
შეიცვალოს დასახლებულ პუნქტებში სიჩქარის ლიმიტი

საჭიროა 908 ხელმოწერა

92
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • თბილისის საკრებულო

შეიცვალოს დასახლებულ პუნქტებში სიჩქარის ლიმიტი

წითელსოფლელ პატარა გოგონას დაბადების დღეზე ნაჩუქარი ბურთი ეზოდან გადაუვარდა. ბავშვური ემოციით, მან ჭიშკარი გამოაღო და სანამ დედა დაძახებას მოასწრებდა, ტრასაზე გავარდა, რომ მანქანებისგან დაეცვა ძვირფასი საჩუქარი. 

გზაზე ტრაილერის მძღოლი დაშვებულზე 10 კილომეტრით ჩქარა მოძრაობდა. ფორმალურად ის წესს არ არღვევდა, მაგრამ როცა ბავშვი წინ გადაუხტა რეაგირება ვერ მოასწრო და უბედური შემთხვევა მოხდა.

 

ცნობილია, რომ მკვეთრი დამუხრუჭებისას სრულად გაჩერების მანძილი 50 კმ/სთზეც კი ყველაზე მომზადებულ შემთხვევაში, საუკეთესო ხუნდებით 6 მეტრია. რეალურ სიტუაციაში, ეს 15 მეტრზე ნაკლები არასოდესაა. მანძილი იზრდება სიჩქარესთან ერთად და გამოითვლება ფორმულით: სიჩქარე/10X3-ზე

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. ამავე კანონის პირველი დანართის 4.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.6. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

არსებული რეგულაციის მიუხედავად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 10 კმ/სთ მაინც შეუძლია, რასაც პრქატიკულად ყველა მძღოლი ხელოვნურად იყენებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სიჩქარის განმსაზღვრელი კამერები ყველგან არ მუშაობს, ვთვლით, რომ აუცილებელია დასახლებულ პუნქტებში მაქსიმალური სიჩქარე განისაზღვროს 50 კ/სთით, ხოლო ქალაქებში, ყველგან მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე გახდეს 40 კმ/სთ.

სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების 23-26 % სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან სატრანზიტო გზებთან მცხოვრები ადამიანები, სკოლებთან და საბავშვო სკვერებთან მოსიარულე ბავშვები და ცხოველებიც კი, რომლებიც ასობით იხოცება გზებზე.

ვფიქრობთ, ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. გვიან მისვლა სჯობს საერთოდ ვერ მისვლას.

დავიცვათ მგზავრისა და ფეხითმოსიარულეების უფლებები.