საჭიროა 9842 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
მეტი არჩევანი მოსწავლეებს
ჩვენი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში მოსწავლეებს შეეძლოთ(მე-10კლასიდან)აირჩიონ მათთვის სასურველი საგნები და სკოლის ასაკიდანვე შეძლონ იმ მიმართულებებში დააგროვონ სიღრმისეული ცოდნა რა პროფესიის არჩევასაც აპირებენ. სწავლების ამგვარი პრინციპის შემთხვევაში გაიზრდება მოსწავლეთა სწავლის მოტივაცია, გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი. მოსწავლეებს აღარ მოუწევთ კონკრეტულ საგნებში მომზადება, რადგან სკოლა მისცემს შესაძლებლობას სრულყოფილი განათლება მიიღონ. ამგვარი არჩევანის შემთხვევაში მეტად დასპეციალიზდებიან კონკრეტული მიმართულებით და უნივერსიტეტებშიც გაუმარტივდებათ სათანადო განათლების მიღება.
პეტიცია შექმნეს, ქ.თბილისი გრიგოლ კობახიძის სახელობის N77 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ასლანიშვილი, ანი აფციაური, ლუკა ხუხია, ანა წერეთელი, გიორგი ხვთისავრიშვილი, ნუცა ჭანუყვაძე.