დასრულებული
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
ჰირუდოთერაპია – წურბელას მიენიჭოს სამკურნალო სტატუსი
მოგმართავთ საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო ორგანოს!
ე.წ. კორონავირუსის შემოტევამ ქვეყანაში საგანგაშო ვითარება შექმნა!
ბუნებრივია ადამიანებიც შიშმა და პანიკამ მოიცვა!
ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ ძლიერი იმუნიტეტი არის მყარი ჯავშანი ნებისმიერი
ვირუსის მიმართ.
ორგანიზმის ერთერთი ასეთი ძლიერი დამცავი საშუალება – იმუნომოდულიატორი არის წურბელა!
ნაციონალების დროს ჰირუდოთერაპიას, ჩვენდა საუბედუროდ, სამედიცინო სტატუსი მოეხსნა, ამ სიტუაციით მშვენივრად ისარგებლეს ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებმა: თურქებმა და ირანელებმა, მათ მყისვე იწყეს ჩვენი ქვეყნიდან წურბელების მასიურად გაყვანა.
საქართველო უძველესი ქვეყანაა და მას შესაბამისად ასეთივე ძველი ქართული სამკურნალო ტრადიციები გააჩნია! ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქართველი ქალი –კოლხი მედეა, უნიკალურ სამკურნალო ცოდნას ფლობდა?! სიტყვა მედ-იცინაც მედეადან წარმოდგება, ჰოდა, ჩვენია მედიცინა ხალხო, ჩვენიი! ჩვენგან იღებს სათავეს!
დავით ბაგრატიონის ნაშრომშიც „იადიგარ დაუდი“, არაერთგან არის ხაზგასმული წურბელებით მკურნალობის მნიშვნელობა.
რაც შეეხება ზოგადად ჰირუდოთერაპიას, წურბელებით მკურნალობას, ის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ავიცენა, გალენი, ჰიპოკრატე – ესენი ის ხალხია, ვინც საფუძველი ჩაუყარა მედიცინას და მედიცინის მამებად არიან წოდებული.
დღეს ქართული წურბელა დიდი საფრთხის წინაშე დგას!
მას ჩვენს ქვეყანაში კანონი აღარ იცავს, შესაბამისად მასზე ბრაკონიერობა და ქვეყნიდან გაყვანაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება.
მოგმართავთ თხოვნით, რომ
1) აღდგეს წურბელას სამედიცინო სტატუსი (როგორც სამკურნალო საშუალება)
2) შემოღებულ იქნას კანონი, რომელიც დაიცავს წურბელას ბრაკონიერებისაგან და
კერძო პირების მიერ ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანისაგან.
3) დაარსდეს ჰირუდოთერაპიის კათედრა, როგორც სწავლების მიმართულება
ალტერნატიულ მედიცინაში.
4) გაშენდეს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ფერმა, სადაც მოხდება წურბელების მოშენება. ასეთი ფერმები უკვე დიდი ხანია რაც არსებობს უკრაინაში, მოსკოვში, პეტერბურგში, ლვოვში და სხვ.
პატივისცემით, ჰირუდოთერაპიის და წურბელების დამცველი, საერთაშორისო ჰირუდოლოგთა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი:
ქეთევან ანთიძე
8 მარტი 2020 წელი