საჭიროა 999998 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ
პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ
მოცემულობა
პერიოდულად სხვადასხვა ვირუსული ინფექციები/დაავადებები საფრთხეს უქმნიან პოპულაციას.
ლოკალურ ვირუსულ აფეთქებებს, ეპიდემიები და ახლა უკვე გლობალური „კოვიდ“ პანდემია დაემატა.
ზოგადად ვაქცინაცია ცივილიზაციური მიღწევა და საზოგადოებრივი სიკეთეა, თუ აცრისთვის განკუთვნილი პრეპარატი ლიცენზირებულია და ის ტარდება დადგენილი წესი/პროტოკოლის შესაბამისად.
რომ არა წითელა, წითურა, ყბაყურა, დიფტერიის, პოლიემილითის და სხვა გეგმიური აცრების ჩატარება ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის და ზრდასრულთათვის ზემოხსენებული ვერაგი დაავადებები ეპიდემიებს გამოიწვევდა და პოპულაციაში ათასობით ინვალიდიზაციის და ლეტალობის ფაქტს მივიღებდით.
2021 წლის NDI საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 41-% არ აპირებს „კოვიდ“ ვაქცინის აცრის ჩატარებას, ხოლო 17-% ჯერ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები როდესაც ვაქცინაციის საკითხებს განიხილავენ არა მხოლოდ არაკომპეტენტური ინდივიდები/პირები, არამედ არაკომპეტენტური ინსტიტუტები, რომლის ბაზისიც არა მეცნიერების და ლოგიკის პრიმატს არამედ მითოლოგიურ და ფართო სპეკულატიურ დოგმატებს და სენტენციებს ეფუძნება.
პროექტი
მიმაჩნია რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ უფლება არამედ ვალდებულებაც არის, (როგორს საკუთარი თავის, აგრეთვე სოციუმის მიმართ) რადგან იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი და პოპულაციის ნაწილი უარს ამბობს საყოველთაო იმუნიზაციაზე ის ეთიშება ჯაჭვს და ქმნის საფრთხეს დაინფიცირდეს და სხვა დააინფიციროს შესაბამისად წარმოადგენს საფრთხეს და ხელს უწყობს პანდემიის, ეპიდემიის მოცემულობის/საფრთხის შენარჩუნებას ან ახალი ტალღის წარმოქმნას ნებსით თუ უნებლიედ.
შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო უნდა გახდეს, თუ ვაქცინა სერთიფიცირებულია ავტორიტეტული საერთაშორისო დარგობრივი ინსტიტუტების მიერ, ვაქცინაცია ხორციელდება შესაბამის პირობებში ყველა სათანადო წესის დაცვით, ხოლო პირს რომელსაც უტარდება იმუნიზაცია არ გააჩნია უკუჩვენება სამედიცინო პრეპარატის მიმართ.
2021 წლის 23 მარტი