საკონტაქტო ინფორმაცია
პეტიცია სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით

დასრულებული

1107
1000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პეტიცია სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით

სტუდენტთა უმრავლესობისთვის უფრო მისაღებია ამ ეტაპზე სწავლის ონლაინ რეჟიმი.უპირველესი მიზეზი არსებული ეპიდვითარებაა.ძალიან ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს მცირეწლოვან ბავშვებთან და ასაკოვან ადამიანებთან ერთად,რომლებიც რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.ბუნებრივია,ასეთ რეჟიმში სტუდენტების დაინფიცირებისა და შემდეგ მათზე ვირუსის გადადების რიკსიც უფრო დიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია საცხოვრებელი.სტუდენტთა დიდი ნაწილი ცხოვრობს სოფლებში,საიდანაც უწევთ სემინარებისთვის სისტემატიურად სიარული,რაც დროისა და ფინანსების დანაკარგს მოიცავს.ამ კრიზისის ფონზე კი უმრავლესობას არ აქვს აქ საცხოვრებლის ქირაობის ფინანსური საშუალება. ყურადსაღებია ის საკითხიც,რომ სტუდენტებისთვის,რომლებიც დასაქმებულები არიან,უფრო მოსახერხებელია ონლაინ რეჟიმი,რადგან სამსახურიდან მათი ნაწილი მაინც ახერხებდა ლექციებსა და სემინარებზე ჩართვას,ახლა კი სემინარებზე უნივერსიტეტში მოსვლას ვერ შეძლებენ.რაც შეეხება იმას,რომ სამსახური დატოვონ ამის გამო,ეს არ არის მარტივი,რადგან მოგეხსენებათ,როგორც პანდემიამ აჩვენა,სიტუაცია არასტაბილურია და მალევე შეიძლება ახალი შტამისა ან ვითარების გამწვავების წინაშე აღმოვჩნდეთ და კვლავ გადავიდეთ სრულად დისტანციურ რეჟიმზე.აქედან გამომდინარე,დღევანდელი სიტუაციის გამო თუ სამსახურს დაკარგავენ და შემდეგ კვლავ მოუწევთ ახლის მოძიება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლიდან გამომდინარე,ეს რთული იქნება.დღეს დასაქმება და ახალი სამსახურის შოვნა ნამდვილად არ არის მარტივი. ისიც უნდა აღინიშნოს,რომ სრულყოფილად არც შესაბამისია პირობებია რეგულაციების დაცვისთვის,სამწუხაროდ. საერთო ჯამში ონლაინ სწავლება ნაყოფიერი იყო სტუდენტებისთვის,რომლებიც მონდომებულები არიან,რომ მიიღონ განათლება და მხოლოდ გამოცდების ჩაბარებასა და ბარიერის გადალახვაზე არ იყვნენ ორიენტირებულები.ონლაინ რეჟიმშიც ვესწრებოდით ლექციებსა და სემინარებს ის სტუდენტები,ვისთვისავ მნიშვნელოვანია ახლის შემეცნება და განათლების მიღება,ხოლო ისინი ვინც არ აქტიურობდნენ ონლაინ სწავლების დროს,არც არადისტანციურ რეჟიმში იღებენ სემინარებში მონაწილეობას,ეს აშკარაა.ამგვარად,ონლაინ სწავლება ნაყოფიერი შეიძლება იყოს ყველა იმ ადამიანისთვის,ვისთვისავ პრიორიტეტი განათლების დონის ამაღლება და თვითგანვითარებაა. იმედი გვაქვს,გაითვალისწინებთ ჩვენს არგუმენტირებულ თხოვნას და სწავლება გადავა სრულად დისტანციურ რეჟიმში.