საკონტაქტო ინფორმაცია
აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები

დასრულებული

7004
7000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები

მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით ვაჭრობა და მათი გამოყენება. აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით, ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ბომბოჩკები“ გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის მიზეზი. აღნიშნული გასართობი საშუალებებით დასახიჩრდა არაერთი, სხვადასხვა ასაკის პირი. უკონტროლო, გართობის მიზნით აფეთქებები აღიზიანებს უამრავი ბავშვის და შეუძლოდ მყოფი, ზრდასრული ადამიანების ფსიქიკას. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება სადიზმის გამოვლინების შემთხვევებიც, რა დროსაც ბავშვების მავნე მიდრეკილებების მსხვერპლი ხდებიან ცხოველები. ხშირია მათი წამების ფაქტები.

აღნიშნული, სრულიად საკმარისი მიზეზების გამო მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად.