საკონტაქტო ინფორმაცია
თბილი საკვები და კერა ყველა გაჭირვებულს

საჭიროა 46 ხელმოწერა

54
100
ადრესატი:
  • თბილისის მერია

თბილი საკვები და კერა ყველა გაჭირვებულს

მოგეხსენებათ დედაქალაქში ღარიბი და უსახლკარო ადამიანთა რიცხვი ძალიან მაღალია,

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სიღარიბის მაჩვენებელი 9-10%-ის ფარგლებში იყო. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რეგისტირებული წილი 2011 წელს - 9,2%, 2012-13 წლებში კი 9,7% იყო, 2014 წელს - 11,6%, 2015 წელს კი სიღარიბის მაჩვენებელი იყო - 10,1%. 

ჩემი აზრით, ოფიციალური სტატისტიკა სიღარიბის ზრდას არც 2016 წელს დააფიქსირებს. მინიმალური შემოსავალი რომ ავიღოთ, სასურსათო კალათაზეა მიბმული. მისი დათვლის მეთოდოლოგია თუ არ შეიცვალა, სტატისტიკა ოფიციალურად ღარიბთა რაოდენობას გაზრდილად არ წარმოგვიდგენს, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ამ კატეგორიის ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად არის მომატებული. ცდომილება, ჩემი აზრით, მინიმუმ 8-10%-ის ფარგლებშია.

ამიტომ ვითხოვ,რომ ქალაქის ყველა უბანში დაიდგას დახლი,სადაც იქნება განთავსებული უფასო საკვები ყველა გაჭრვებულისთვის და გამოყოფილი იყოს სპეციალური შენობა სადაც მათ ექნებათ უბრალო ღამის გასათევი

პატივისცემით სამოქალაქო აქტივისტი: კონსტანტინე ჯაფარიძე