საკონტაქტო ინფორმაცია
უკრაინის მოქალაქეებისათვის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების მოთხოვნა

საჭიროა 1452 ხელმოწერა

548
2000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

უკრაინის მოქალაქეებისათვის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების მოთხოვნა

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სამხედრო შეჭრა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში, უკრაინაში - ათიათასობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყნის ტერიტორია.

 

ოფიციალური მონაცემებით 2022 წელს 200 000-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს აქვს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი და ათასობით უკრაინის მოქალაქე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას.

 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინაში ომის დაწყებიდან ფაქტობრივად გასულია 1 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით უკრაინის მოქალაქე დგება საქართველოს დატოვების საფრთხის წინაშე, მაშინ როდესაც ისინი ვერ მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში უკან დაბრუნებას.

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ, წინამდებარე პეტიციის ხელმომწერები მივმართავთ საქართველოს მთავრობას რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც უკრაინის მოქალაქეებს გაუგრძელდეთ ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლის ვადით.

 

/ ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრი (ICWAW) /


„ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის“ ბაზაზე და რომელიც მუშაობს ომით დაზარალებული ქალების უფლებებზე. ორგანიზაციის მიზნებია - ომით დაზარალებულ ქალთა გაძლიერება; იძულებით გადაადგილებულ ქალთა სოციალიზაციის მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია; ომით დაზარალებულ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული აქტივობების მხარდაჭერა; კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა; ომით დაზარალებულ ქალთა სამართლებრივი მხარდაჭერა და უფლებების დაცვის პროცესის მხარდაჭერა; სამიზნე ჯგუფის პრობლემების აქტუალიზაცია, ინფორმაციული მხარდაჭერა და სხვა. ამჟამად ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ომით დაზარალებული უკრაინელი და ქართველი ქალების საკითხებზე.

ვრცლად